2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა რუსეთის 114 900 მოქალაქე, - ამის შესახებ კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.
IDFI კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პირებიდან საქართველო რუსეთის 41.3-მდე მოქალაქემ დატოვა, საცხოვრებლად კი 73.7 ათასი მოქალაქე დარჩა.
„2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე,ვიდრე დაბრუნდა უკან სამშობლოში. ამავე დროს საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი რუსეთის მოქალაქე“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამავე მონაცემების თანახმად, 2022-2023 წლებში ემიგრაციაში საქართველოს 264.3 ათასი მოქალაქე წავიდა, საიდანაც 146.3 ათასი დაბრუნდა, 118 ათასი მოქალაქე კი დარჩა.
იხილეთ ასევე: 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 163 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა - მათი 70% კი 30 წლამდე ასაკის იყო - IDFI