საფრანგეთი ღვინის წარმოების შემცირებას პროგნოზირებს

საფრანგეთი ღვინის წარმოების შემცირებას პროგნოზირებს. „როიტერსი“ წერს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში რიგ რეგიონებში ყველაზე წელს ყველაზე წვიმიანი სექტემბერი იყო, ამინდებმა კი ყურძნის მოსავლის შემცირება გამოიწვია.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება მოსავლიანობის შემცირება, თუმცა განსაკუთრებული კლებაა შამპანის, ბურგუნდიისა და ბოჟოლეს პროვინციებში. უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია, რომ გასულ წელთან შედარებით, ბურგუნდიის და ბოჟოლეს მოსავალი 35%-ით, ხოლო შამპანის მოსავალი დაახლოებით 33%-ით შემცირდება.

ამასთანავე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2024 წლისთვის ქვეყანაში ჯამურად 37.5 მილიონი ჰექტოლიტრის მოსავალს პროგნოზირებენ, რაც წლიურად 22%-იანი, ხოლო ბოლო 5 წლის ჭრილში 15%-იან კლებას აჩვენებს.

ამასთანავე, უცხოური მედია წერს, რომ ყურძნის მცირე მოსავალი საფრანგეთისთვის „დამღუპველი“ სულაც არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ღვინის ჭარბი მიწოდებაა. მაგალითისთვის, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 2023 წელს ღვინის გლობალურმა წარმოებამ მოთხოვნას 10%-ით გადააჭარბა, ფასებმა იკლო და საფრთხე შეუქმნა ფრანგი მევენახეების საარსებო წყაროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეში საფრანგეთის მთავრობამ 120 მილიონი ევროს გეგმა წარადგინა. გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 30 000 ჰექტარი ვენახის გაჩეხას ჭარბი წარმოების პრობლემის დაძლევის მიზნით.

მერი ტაბატაძე