კომპანია Mars-ის კვლევის შედეგებით, 20 ქვეყნიდან 20,000-ზე მეტი რესპონდენტის ნახევარზე მეტი, ანუ 56% შინაური ცხოველის მფლობელია.
მათგან 47% შინაური ცხოველის მფლობელი პირველად გახდა. თავად შინაური ცხოველებიდან კატები უფრო ხშირად ჰყავთ, ვიდრე ძაღლები, ხოლო მფლობელებს შორის უფრო მეტი, ანუ 52% მამაკაცია. პატრონი ქალების რაოდენობა 48%-ს შეადგენს.
კატების 19% და ძაღლების 18% მათ პატრონებს მეგობრებმა და ნათესავებმა გადასცეს.
შინაური ცხოველის ყოლის გადაწყვეტილებაზე გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენენ:
მფლობელების ტენდენციებისა და პრეფერენციების თანახმად, ძაღლებისა და კატების 84% ოჯახში 12 თვემდე ასაკში მიჰყავთ. თუმცა 60 წლის და უფრო ხანდაზმული ადამიანები 7 წელზე უფროსი ასაკის ცხოველებს ანიჭებენ უპირატესობას.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ძაღლის ჯიშები ლაბრადორი (6%), ჩიხუახუა (6%) და გოლდენ-რეტრივერია (5%), ხოლო კატებიდან სპარსულის (16%), ბრიტანული მოკლებეწვას (11%) და სიამის (9%) ჯიშებია.
კვლევის შედეგები, ასევე, აჩვენებს, რომ შინაური ცხოველების მოთხოვნილებებისადმი გაზრდილი ყურადღების ეპოქა დგება, როცა მფლობელსა და შინაურ ცხოველს შორის ემოციური კავშირი ისე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. კერძოდ, რესპონდენტთა 37% მიიჩნევს, რომ შინაური ცხოველი მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია Z-თაობაში, რაც 45%-ს, ხოლო მილენიალებში 40%-ს შეადგენს.
ძაღლების პატრონები ყველაზე მეტად უპირობო სიყვარულს (50%) განიცდიან და სრულფასოვანი ოჯახის განცდა (49%) აქვთ, ხოლო კატების პატრონები თავიანთი განცდებიდან უფრო გართობასა (48%) და სტრესის შემსუბუქებას (44%) ასახელებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ