მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები გამოვლინდა - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

პორტალმა timeshighereducation 2025 წლის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 1907 უნივერსიტეტს 108 ქვეყანასა და რეგიონში.

რეიტინგი ეფუძნება ახალ WUR 3.0 მეთოდოლოგიას, რომელიც დაწესებულებას ხუთ სფეროში აფასებს: სწავლება, კვლევის გარემო, კვლევის ხარისხი, ინდუსტრია და საერთაშორისო პერსპექტივა.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში მხოლოდ ამერიკული და ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა. აქედან შვიდი ამერიკულია, ხოლო სამი - ბრიტანული.

ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:

  • 1. ოქსფორდის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი
  • 2. სტენფორდის უნივერსიტეტი - აშშ
  • 3. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი - აშშ
  • 4. ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ
  • 5. კემბრიჯის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი
  • 6. პრინსტონის უნივერსიტეტი - აშშ
  • 7. კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - აშშ
  • 8. ლონდონის იმპერიალური კოლეჯი - დიდი ბრიტანეთი
  • 9. ბერკლის უნივერსიტეტი - აშშ
  • 10. იელის უნივერსიტეტი - აშშ

რაც შეეხება ქართულ სასწავლებლებს, რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც არიან. ამათგან, ილიაუნი 1200-დან – 1500-მდე პოზიციებზეა განთავსებული, რაც შეეხება თსუ-ს და სტუ-ს, ორივე მათგანი 1501+ ადგილებზეა.

ცნობისთვის, 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით ქართული უნივერსიტეტების მონაცემები არ შეცვლილა.

ეკა დარჩიაშვილი