ევროპაში მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია, ყველაზე დაბალი კი ალბანეთში. ამის შესახებ აღნიშნულია Statista-ს მონაცემებში, სადაც გაანალიზებულია 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში არსებული მინიმალური თვიური ხელფასების შესახებ ინფორმაცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეიტინგში ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც თვიური მინიმალური ხელფასი 2 571 ევროს შეადგენს.
მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს იკავებს ირლანდია, სადაც 2 146 ევროს გადააჭარბა მინიმალურმა ხელფასმა. მესამე ადგილი კი 2 070 ევროთი ნიდერლანდებმა დაიკავა.
მეოთხე და მეხუთე ადგილები გერმანიამ და ბელგიამ გაინაწილეს. გერმანიაში მინიმალური ხელფასი თვეში 2 054, ხოლო ბელგიაში 1 994 ევროთია განსაზღვრული.
ევროპის სხვა ქვეყნების თვიური მინიმალური ხელფასი ასე გამოყურება:
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და კანონის - „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ მიხედვით, დღემდე მხოლოდ 20 ლარს შეადგენს.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 672 ევროს ეკვივალენტია.