2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.033 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.658 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 580.7 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.452 მლრდ დოლარს შეადგენდა (მაშინდელი კურსით 22.639 მლრდ ლარი).
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.647 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.538 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.609 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 385.8 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით:
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს - 814.5 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა გერმანია - 617.6 მლნ დოლარით, მესამეზე იაპონია - 131.8 მლნ დოლარით. ხუთეულშია - ავსტრია - 12 მლნ დოლარით და ქუვეითი - 10.6 მლნ დოლარით.