სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 2.5-დან 4 მლნ ევრომდე მოიმატა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე - 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელ ათეულს:
ბოლო მონაცემებით, ასევე გაზრდილია გიორგი წიტაიშვილის ფასი, 1 მლნ ევრომდე.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ღირებულებას, Transfermarkt-ის მონაცემებით, ის 175.7 მლნ ევროს შეადგენს.