ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

ასევე, მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული საბჭოს სამიტისთვის მოემზადებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 16:45 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.