2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7 პროცენტი) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4 პროცენტი მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.7 მლრდ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობას 2023 წელს, 41.9 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 64.0% ქალი იყო.