ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები 111.5%-ით გაიზარდა, რუსეთიდან - 40%-ით შემცირდა - ტოპ-10 ქვეყანა

2024 წლის სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 40%-ით შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის სტატისტიკაში. ამავე მონაცემების მიხედვით, სამაგიეროდ, გაზრდილია გზავნილები იტალიიდან (13.4%) და აშშ-დან (17.7%).

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში სულ გადმოირიცხა 283.385 მლნ დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 286.414 მლნ დოლარი.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:

  • იტალია - 49.598 მლნ დოლარი (+13.4%)
  • აშშ - 49.034 მლნ დოლარი (+17.7%)
  • რუსეთი - 35.823 მლნ დოლარი (-40%)
  • გერმანია - 25.521 მლნ დოლარი (+18.4%)
  • საბერძნეთი - 24.719 მლნ დოლარი (+18.7%)
  • ისრაელი - 20.657 მლნ დოლარი (+20.9%)
  • ყირგიზეთი - 9.195 მლნ დოლარი (+111.5%)
  • თურქეთი - 8.986 მლნ დოლარი (-3.1%)
  • ყაზახეთი - 8.075 მლნ დოლარი (-56%)
  • ირლანდია - 5.920 მლნ დოლარი (+26%)