ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ახალი საკურორტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ბარსელონაზე ორჯერ დიდი იქნება.
ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
ქალაქი, რას-ელ-ჰეკმა კაიროს ჩრდილო-დასავლეთით, 350 კმ-ში განთავსდება. მის ტერიტორიაზე გოლფის მოედნები, Accor-ისა და Ennismore-ის ქსელების კურორტები და ნავმისადგომი მოეწყობა, სადაც საერთაშორისო გემები შეძლებენ შესვლას.
35 მლრდ დოლარის ღირებულების პროექტის სამშენებლო სამუშაოები 4 ოქტომბერს დაიწყო. განვითარების პირველი ეტაპი საერთაშორისო აეროპორტისა და ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას მოიცავს, რომელიც საცხოვრებელ ზონებს, ოფისებს, სასტუმროებს, საცალო ვაჭრობას, გასართობ და რეკრეაციულ ობიექტებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
მომავალი ქალაქი “ჭკვიან, მდგრად და ინკლუზიურ საქალაქო საზოგადოებად” არის შეფასებული, რომელიც ტურისტებს ქვეყნის წითელი ზღვის კურორტებზე მიიზიდავს, ხოლო 2 მლნ ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ