საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ გამოქვეყნებული ფისკალური მონიტორის ანგარიშის თანახმად, გლობალური სახელმწიფო ვალის ოდენობამ მიმდინარე წელს შესაძლოა 100 ტრილიონ დოლარს (გლობალური მშპ-ის 93%) გადააჭარბოს.
მოსალოდნელია, რომ ის გააგრძელებს ზრდას და 2030 წლისთვის შეიძლება მშპ-ის 100%-მდე გაიზარდოს.
თუმცა, უარეს შემთხვევაში, გლობალური ვალი შეიძლება იყოს თითქმის 20%-ით მეტი, ვიდრე საბაზისო პროგნოზი, რაც 2026 წლისთვის მშპ-ის 115%-ს გულისხმობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ სახელმწიფო ვალი გაიზრდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია და სამხრეთ აფრიკა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვალის სტაბილიზაცია ან შემცირება ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში იგეგმება, ის პანდემიამდე დაგეგმილ დონეზე დარჩება“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უფრო მეტიც, იმ ქვეყნებზე, რომლებშიც სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის, მსოფლიო ვალის ნახევარზე მეტი და მსოფლიო მშპ-ის დაახლოებით ორი-მესამედი მოდის.
ფონდის ექსპერტების თქმით, მთავრობის ხარჯები მწვანე ენერგიის გარდამავალ საკითხებზე, მოსახლეობის დაბერების და უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად გაზრდის ფისკალურ ზეწოლას უახლოეს წლებში.