ინოვაციური მიდგომები სტომატოლოგიაში - "რიხტერის კლინიკა" დაფუძნებიდან ერთ წელში უცხოელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი და პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, - ეს „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კაა“, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ და­არ­სდა და სრუ­ლი­ად ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­ნერ­გა თა­ვის სფე­რო­ში.

კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, თა­მარ წი­ქა­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­საც სტო­მა­ტო­ლო­გი­ის სფე­რო­ში 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, შეკ­რი­ბა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი უნი­კა­ლუ­რი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით და პა­ცი­ენ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და­ნერ­გა.

e389e202-af49-4492-8ef0-975002c4f665-1729062942.jpg

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ გუნ­დი

ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სი­სა და ქარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს­თვის ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მის წყა­ლო­ბით, „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კამ“ მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებ­ში.

„კლი­ნი­კამ მო­ი­ზი­და მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის მიღ­წე­ვა „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დით შევ­ძე­ლით. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ პა­ცი­ენ­ტმა თავი მშვი­დად და კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს. უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ არ არ­სე­ბობს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი“, - გან­მარ­ტა კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა.

ვი­სა­უბ­რეთ გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც, რო­მე­ლიც ერ­თგვარ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბად იქცა და კლი­ნი­კის წარ­მა­ტე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლიც მი­უ­ძღვის:

„ერთ-ერთი თავ­და­პირ­ვე­ლი დაბ­რკო­ლე­ბა, რაც „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კას“ შეხ­ვდა იყო მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. კლი­ნი­კის გახ­სნას და­ემ­თხვა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, სა­გულ­და­გუ­ლო მომ­ზა­დე­ბამ კლი­ნი­კის წარ­მა­ტე­ბას სა­ბო­ლო­ოდ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის შეკ­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­და. უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მო­ზიდ­ვა გახ­სნამ­დე და­წყე­ბამ­დე სამი-ოთხი თვით ადრე და­ვი­წყეთ და ამ პრო­ცესს დღემ­დე ვაგ­რძე­ლებთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ხელი შე­ვუ­წყოთ ტა­ლან­ტებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვქმნით მათ­თვის.

ახ­ლად გახ­სნი­ლი კლი­ნი­კის­თვის ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვა იყო პა­ცი­ენ­ტე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. ჰო­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მი­თა და ყოვ­ლის­მომ­ცველ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბით შევ­ძე­ლით, დაგ­ვე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პლექ­სუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის მი­ღე­ბას სა­ჭი­რო­ებ­დნენ და ამას­თა­ნა­ვე, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მა­ღალ ხა­რისხზე“, - გან­მარ­ტა თა­მარ წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

4c346188-0d61-43b6-80d5-c1725bae0836-1729062999.jpg

თა­მარ წი­ქა­რიშ­ვი­ლი - კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი

რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნია უმაღ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა.

c41b476e-6a7a-4473-8a02-ffd835f11c8d-1729063125.jpg

კლი­ნი­კა იყე­ნებს სხვა­დას­ხვა მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ას, მა­გა­ლი­თად ორა­ლურ სკა­ნერს მკურ­ნა­ლო­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, ციფ­რულ სკა­ნერს უფრო ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბის­თვის და შემ­დგო­მი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის.

6e3845cd-d61b-40b0-a53e-cc5c0e7b8470-1729063085.jpg

„სწო­რედ ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და კლი­ნი­კას ჰყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი აშშ-დან, ბრი­ტა­ნე­თი­დან, ავ­სტრა­ლი­ი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ასე­ვე ეგ­ზო­ტი­კუ­რი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც კი. „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა ნიშ­ნავს კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას და სტრე­სის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას, რო­მე­ლიც ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ ვი­ზი­ტებ­თან. ეს გუ­ლის­ხმობს პა­ცი­ენ­ტე­ბის მოს­მე­ნას, მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას და მათ ჩარ­თვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში კლი­ნი­კა პრი­ო­რი­ტეტს ანი­ჭებს სა­ფუძ­ვლი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, თუნ­დაც მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ, გა­ნაგ­რძობს პა­ცი­ენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას. რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა და შემ­დგო­მი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს პა­ცი­ენ­ტთან კავ­შირს.“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

ab8a9366-8ea7-49e9-a62e-a5caf199bbba-1729063202.jpg

„რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა­ში“ ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლი სპექტრი, რუ­ტი­ნუ­ლი ჰი­გი­ე­ნი­დან კომ­პლექ­სურ ეს­თე­ტი­კურ სტო­მა­ტო­ლო­გი­ამ­დე, ღი­მი­ლის ტრანსფორ­მა­ცი­ის ჩათ­ვლით.

„ჩვენ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ პრე­ვენ­ცი­ულ ზრუნ­ვას, რათა პა­ცი­ენ­ტებს მო­მა­ვა­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ“, - აღ­ნიშ­ნა კლი­ნი­კის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

4200b6d6-41d1-459d-9e86-c7fb8c2eb0f8-1729063229.jpg

ქარ­თუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სფე­როს­თვის ინო­ვა­ცი­უ­რია „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ მიდ­გო­მა ეს­თე­ტი­კურ სტო­მა­ტო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთი მხრივ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ზრუ­ნა­ვენ რო­გორც პა­ცი­ენ­ტის კბი­ლე­ბის სი­ჯან­სა­ღე­სა და მიმ­ზიდ­ველ ღი­მილ­ზე და მე­ო­რე მხრივ სა­ხის სა­ერ­თო ეს­თე­ტი­კა­ზე. კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ვი­ნი­რე­ბი­სა თუ იმპლან­ტე­ბის ჩას­მის პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ით პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ისე­თი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბო­ტოქ­სი­სა და ფი­ლე­რე­ბის ინი­ექ­ცია და სხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბი პა­ცი­ენტს ეხ­მა­რე­ბა, ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა ერთ სივ­რცე­ში და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს.

რო­გორც დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კის“ პერ­სო­ნა­ლი გა­დის რე­გუ­ლა­რულ ტრე­ნინ­გებს და ეს­წრე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რებს, რაც მათ კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს.

სა­მო­მავ­ლოდ, „რიხ­ტე­რის კლი­ნი­კა“ გეგ­მავს სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ ტუ­რიზ­მში გა­ფარ­თო­ე­ბას. მი­ზა­ნი ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვაა, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას კონ­კუ­რენ­ტულ ფა­სებ­ში. ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის პა­კე­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მოგ­ზა­უ­რო­ბის მო­წყო­ბას და გან­თავ­სე­ბას, კლი­ნი­კა იმე­დოვ­ნებს, რომ გა­აძ­ლი­ე­რებს ად­გი­ლობ­რივ ტუ­რიზმს და მი­აწ­ვდის სრულ­ყო­ფილ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას პა­ცი­ენ­ტებს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან.

(R)