ყალბი Facebook გვერდები კომპანიის სახელით შეთავაზებას ავრცელებენ და მოქალაქეებს საბანკო ინფორმაციის გაგზავნას სთხოვენ - ამის შესახებ ინფორმაციას „მაკდონალდს საქართველო“ ავრცელებს.
კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გაუზიარონ ყალბი Facebook გვერდებს საკუთარი პერსონალური და საბანკო ინფორმაცია.
„ყალბი Facebook გვერდები მაკდონალდს საქართველოს სახელით ავრცელებენ შეთავაზებებს და ითხოვენ პერსონალური ან საბანკო ინფორმაციის გაგზავნას.
გთხოვთ, არ გაუზიაროთ თქვენი პერსონალური ან საბანკო ინფორმაცია ასეთ გვერდებს.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.
ინფორმაცია შეთავაზებებზე ქვეყნდება მხოლოდ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორი კომპანიების ოფიციალურ სოციალური მედიის გვერდებსა და ვებგვერდებზე.
იმისთვის, რომ იყოთ დაცული:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ვერიფიცირებულ გვერდებზე“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.