იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული მთლიანი მოცულობიდან 56,8% სამხრეთკავკასიური, ანუ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით გადაიქაჩა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია, რასაც Report ავრცელებს.
კერძოდ, ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით 16,802.8 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,34%-ით მეტია.
მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 29,571.2 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული, რაც, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით მეტია.
ცნობისთვის: 2023 წელს აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით, 2022 წელთან შედარებით, 1,4%-ით მეტი, ანუ 39,806.9 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. აქედან ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა 54,8%-ს შეადგენდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ამ მილსადენით 21,800.1 მლრდ კუბურ მეტრ გაზმა გაიარა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 4,8%-ით მეტი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ