UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინური კომისიამ ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 35 250 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან 10 სექტემბერს გამართული მატჩისას ალბანელი გულშემატკივრების ქმედებები გახდა.
აღნიშნული თანხიდან 18 000 ევრო ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივართა მიერ სტადიონის კიბეების გადაკეტვისთვის, 4750 ევრო მინდორზე ნივთების სროლისთვის და 12 500 ევრო საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის უნდა გადაიხადოს.
დამატებით 6000 ევროს გადახდა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას 8 სექტემბერს უკრაინასთან მატჩის დროს, ალბანელი ფეხბურთელების შესაძლო ბრალეულობით, თამაშის გვიან დაწყებისთვის მოუწევს.