აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დამთვალიერებლებისთვის მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გაიხსნება.
არსებული ინფორმაციით, ტაძარში საღვთისმსახურო ნივთები უკვე მიიტანეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ცეცხლმა სახურავი გაანადგურა და ხანძარი 15 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუკუნეების განმავლობაში ეს არქიტექტურული ძეგლი პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის სტატუსს ინარჩუნებდა.
საკათედრო ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების სრული დასრულება 2029-2030 წლებში იგეგმება.