ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიური კომპანიის აქციები ჩამოიშალა

ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ნიდერლანდური ტექნოლოგიური კომპანიის აქციები ჩამოიშალა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, ჰოლდინგ ASML-ის აქციები, რომელიც მიკროსქემებისთვის საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს, საფონდო ბირჟაზე რეკორდულ დონემდე დაეცა. ASML-მა ერთ დღეში საბაზრო კაპიტალიზაციის 16%, ანუ 60 მლრდ ევროზე მეტი დაკარგა, რამაც „ინვესტორები შოკში ჩააგდო.”

კომპანიაში აცხადებენ, რომ მრავალი გამოწვევა შეექმნა. მათ შორის, არის ქარხნის მშენებლობის შეფერხება და პროდუქციაზე შეკვეთების შემცირება. შედეგად ASML-მა ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიური კომპანიის სტატუსი დაკარგა და მისი ადგილი პროგრამულ უზრუნველყოფაზე სპეციალიზებულმა გერმანულმა SAP-მა დაიკავა

ASML ფოტოლითოგრაფიულ აღჭურვილობას აწარმოებს, რომელსაც მსოფლიოს ყველა უმსხვილესი კომპანია, კერძოდ, TSMC, Samsung და Intel ჩიპების დასამზადებლად იყენებს.

ASML-ის აქციების სამშაბათის ვარდნა კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი, ხოლო ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცემა იყო.

ამასთან, გერმანული SAP ღრუბლოვანი ტექნოლოგიების წარმატებული განვითარების შედეგად სტაბილური ზრდის დემონსტრირებას განაგრძობს. წელს SAP-ის აქციები 52%-ით გაიზარდა.

ბოლოს ASML კაპიტალიზაციის თვალსაზრისით SAP-ს 2020 წელს ჩამორჩა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ