„გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია - ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე“

ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური ეკონომიკური პროგრესი და განვითარება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ექსპერტთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ამავე დროს გვაქვს დაბალი ინფლაცია - ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ერთეულ ქვეყნებს შეუძლიათ, ილაპარაკონ ასეთ შედეგებზე, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და ჯანსაღია.

„ეს შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, აქვს ეროვნულ ბანკს. ვფიქრობ, რომ ეს არის ობიექტური მაჩვენებელი, მათ შორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მუშაობის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.