Wine-Searcher-მა 2024 წლის ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების ტრადიციული რეიტინგი შეადგინა.
გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების ღირებულება ათი წლის განმავლობაში 33%-ით გაიზარდა და ეს ზრდა საფონდო ბირჟების შემოსავალს აჭარბებს.
მაგალითად, საფონდო ინდექს S&P 500 Index-ში ინვესტიციებმა, რომელიც ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე 500 საჯარო კომპანიის 503 აქციისგან შედგება, ბოლო ათი წლის განმავლობაში შემოსავლის მხოლოდ 11% მოიტანა.
Wine-Searcher წერს, რომ 2023 წლის სიაშიც წლევანდელი ღვინოები იყო შესული, მაგრამ მათი ღირებულება ერთი წლის წინ 12%-ით მეტი იყო. გასულ წელს ღვინის ფასი, 2022 წელთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა.
გამოცემის სიაში არ მოხვდა ღვინოები, რომელთა შეთავაზების რაოდენობა ათ ბოთლზე ნაკლები იყო. სიაში, ასევე, არ შედის ღვინოები, რომელთა ბოლო რელიზიც ხუთ წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა.
2024 წლის ყველაზე ძვირადღირებული ღვინოებია:
გამოცემას შედარებისთვის 2014 წლის რეიტინგი მოჰყავს და წერს, რომ ათი წლის წინ ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების სიას Henri Jayer Richebourg Grand Cru ედგა სათავეში, რომლის ღირებულებაც 16,2 ათასი დოლარი იყო. ამასთან, 2014 წლის ტოპ 10-ეულში შემავალი ღვინოების საშუალო ფასი 7,9 ათასი დოლარი იყო, მაშინ, როცა წელს, თითქმის, სამჯერ მეტი, 20,9 ათას დოლარია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ