პროგრამული უზრუნველყოფისა და IT გადაწყვეტილებების დისტრიბუტორმა კომპანიამ MONT TECH-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს MBCOM Technologies-თან, რომელიც მართავს VMware-ს ბიზნესს აფრიკაში, დსთ-ში, აღმოსავლეთ ევროპაში (პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გარდა) და ახლო აღმოსავლეთში. MONT TECH, რომლის პორტფელშიც წარმოდგენილია 250-ზე მეტი ვენდორი, გახდა VMware by Broadcom-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და დსთ ქვეყნებში.
MONT TECH-ის პარტნიორებს და მათი კლიენტებს ეძლევათ წვდომა VMware-ის პროდუქტების მთელს ხაზზე, და ასევე მათი დანერგვის ექსპერტიზასა და კვალიფიციურ ტექნიკურ მხარდაჭერაზე. MONT TECH-ის წარმომადგენელი საქართველოში არის LLC MONT (Georgia, Tbilisi). როგორც MBCOM-ის წარმომადგენელმა, არხის უფროსმა მენეჯერმა მაიკლ უილსონმა აღნიშნა, MBCOM მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს MONT TECH-თან Broadcom/Symantec-ის პროდუქტების ხაზზე. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტექნიკური კომპეტენციების გამოყენებით, პარტნიორული ქსელისა და რეგიონში MONT TECH-ის ფართო არსებობით, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ კარგ შედეგებს და VMware-ის პროდუქტების ბაზარზე წინ წაწევას“.
1998 წელს აშშ-ში დაარსებული კომპანია VMware, ცნობილია, როგორც ვირტუალიზაციისა და ღრუბლოვანი გამოთვლების პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი. 2023 წელს IT-ინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილესი M&A გარიგების შედეგად კომპანია Broadcom-მა, ნახევარგამტარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მსოფლიო ლიდერმა შეიძინა VMware $65 მილიარდად.
ფლაგმანური პროგრამული პროდუქტი VMware - პლატფორმა vSphere, რომელიც ახდენს კომპანიის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის ვირტუალიზებას ეგრეთ წოდებული ვირტუალური მანქანების (VM) მეშვეობით. ჰიპერვიზორი, ინოვაციური ტექნოლოგია VMware-საგან, იძლევა ერთ ფიზიკურ სერვერზე რამდენიმე დამოუკიდებელი, პარალელურად მომუშავე VM-ის ამუშავების საშუალებას, სხვადასხვა ან ერთნაირი ოპერაციული სისტემებით.
VMware -ის გადაწყვეტილებები გამოიყენება სხვადასხვა დარგში და გამოდგება როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. „ჩვენთვის, როგორც რეგიონში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პორტფოლიოში VMware-ის გადაწყვეტილებების არსებობა, რათა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მოთხოვნების უფრო ფართო სპექტრის დაკმაყოფილება“- გააკეთა კომენტარი MONT TECH-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმოფეი მოსკალევმა.
(R)