დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საათების არაბიუჯეტური კოლექცია გამოუშვა. როგორც ის თავად აცხადებს, საათი „კოლხის“ ექსკლუზიურად 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული
ოქროს საათი ბრენდს ორ ფერში აქვს წარმოდგენილი - სადაფის დაფით აქსესუარის ფასი 38 000 ლარს შეადგენს, ხოლო საფირონი ანტი-ამრეკლი დაფერვით - 16 500 ლარი ღირს.
როგორც „ციკოლიას“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წერია, ოქროს საათი ექსკლუზიურად არის შექმნილი.
საათები სამ ფერშია წარმოდგენილი: ოქროსფერში, მწვანესა და შავში.