2023 წელს საქართველოში 52 627 რუსი იმიგრანტი ცხოვრობდა, რაც თითქმის 10 ათასით ნაკლების 2022 წლის მონაცემებთან შედარებით - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში - „დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2023“. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში იმიგრანტების რიცხოვნობა 205 857-ს შეადგენს, მათგან 119 142 კაცია, ხოლო 86 715 - ქალი.
იმიგრანტებიდან 113 802 სხვა ქვეყნის მოქალაქეა, 91 896 - საქართველოს, ხოლო 157 - მოქალაქეობის გარეშეა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნის იმიგრანტებს, 2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ცხოვრობდა 8 624 თურქეთის მოქალაქე; 8 406 ინდოეთის; 7 519 - უკრაინის; 4 301 აზერბაიჯანის და ა.შ.
იმიგრანტების განაწილება მოქალაქეობის და სქესის მიხედვით ასე გამოიყურება:
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ოფიციალურად ემიგრაციაში იმყოფებოდა 245 064 ადამიანი. ემიგრანტებიდან 137 311 კაცია, ხოლო 107 753 - ქალი.