რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა. ცერემონიას მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
„აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და მათ შორის 5 საყრდენი ანძა. სრულად განახლდა უნიკალური ინტერიერი. აშენდა ზედა ახალი სადგური, მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს.
საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1200 მგზავრს გადაიყვანს“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნის ცერემონიაზე.
შეგახსენებთ, რომ საბაგიროს რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცა. გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები შპს „დაგიმ“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს - კომპანია „დოპელმაიერმა“ შეასრულა.