საავტომობილო სექტორში პირველად „თეგეტამ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მომზადებული ვრცელი დოკუმენტი დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურის, სამიზნე აუდიტორიის, პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. ანგარიში დეტალურად აჯამებს კომპანიის საქმიანობის სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებს და პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
ანგარიშის პრეზენტაცია „თეგეტას“ განახლებულ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მოწვეული სტუმრებისთვის მდგრადობის ანგარიში წარგვედგინა. „თეგეტა“, ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც ჯერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და ახლა სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს ანგარიშს აბარებს. დოკუმენტი, ერთი მხრივ, ჩვენი საქმიანობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს, ხოლო მეორე მხრივ, გვეხმარება, თავადვე შევაფასოთ და გავაანალიზოთ როგორც გამოწვევები, ისე მიღწეული პროგრესი. ეს კი, თავის მხრივ, საუკეთესო შესაძლებლობაა, თანმიმდევრულად მივყვეთ დასახულ გეგმებს - კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები ჩვენი გუნდის წევრებისათვის, მეტად ვიზრუნოთ მომხმარებელსა და გარემოზე, დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და მინიმუმამდე შევამციროთ გავლენა ეკოლოგიაზე. ვფიქრობთ, მთელი ეს პროცესი საზოგადოების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ნათლად წარმოაჩენს“.
„თეგეტას“ მდგრადობის ანგარიში ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამშრომელთა კეთილდღეობა, მომხმარებელთა მიმართ პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და საზოგადოების მხარდაჭერა. ამ მიმართულებებით 2023 წელს განხორციელებული პროექტები ანგარიშში დეტალურად გაიწერა. ღონისძიებას დაესწრნენ კომპანიის თანამშრომლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, პარტნიორები, CSR პროექტებში ჩართული მხარეები და მათთან ერთად მედიის წარმომადგენლები.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მდგრადი განვითარების ანგარიშგება პასუხისმგებლობიანი კომპანიის ნებაყოფლობითი არჩევანია და სრულად პასუხობს საზოგადოების ინტერესსა და მოლოდინებს. დოკუმენტი, რომლის შექმნაც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო, პირველ რიგში, ჩვენს თანამშრომლებს გავუზიარეთ. ვფიქრობთ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა მათ თავიანთი თავი და ის დიდი წვლილი დაინახონ, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და ჰოლდინგის განვითარებაში შეაქვთ. ანგარიში ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ. დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განვახორციელეთ. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და რეალურმა დადებითმა გავლენებმა თეგეტას სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდო და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჟიურის აღიარება მოუტანა. CSR ანგარიშით ამ მიღწეულ პროგრესსა და შედეგებზე გამჭვირვალობისა თუ საზოგადოებისათვის სანდოობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს შევქმნით“.
„თეგეტას“ კორპორაციული სოციალური მდგრადობის ანგარიში იმ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მომზადდა, რომლებიც კომპანიის CSR სტრატეგიაშია გაწერილი. ანგარიში საკონსულტაციო კომპანია CSR Agency-სთან თანამშრომლობით შემუშავდა.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „თეგეტაში მიგვაჩნია, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებითი შემადგენელია. მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს ასეთი დოკუმენტი, რომელიც გლობალური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენებით მომზადდა. სამუშაო პროცესი საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო. სრულყოფილი შედეგისა და სრული გამჭვირვალობისათვის საჭირო იყო მონაცემების შეგროვება, მათი კიდევ ერთხელ გადამოწმება და დამუშავება. ვფიქრობთ, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ცხადად, ფართო ჭრილში დავინახოთ და გავზომოთ ჰოლდინგის ზეგავლენები თანამშრომლების, მომხმარებლების, გარემოზე ზრუნვისა თუ საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებით. საბოლოო მიზანი კი, ცხადია, პროცესების მუდმივი გაუმჯობესებაა“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ 2023 წლის მდგრადობის ანგარიში გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიის კომპლექსურ მიდგომას წარმოაჩენს. იქნება ეს მწვანე ემისიის ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ეკომეგობრული საავტომობილო სეგმენტის განვითარება, განახლებადი ენერგიის გამომუშავება მზის პანელების საშუალებით თუ საავტომობილო ნარჩენების ეფექტური მართვა.
ამასთანავე, „თეგეტა“, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, პასუხისმგებლობას იღებს, თანამშრომლებს ღირსეული, თანასწორი, უსაფრთხო სამუშაო პირობები შეუქმნას და მისცეს მათ წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა. მომხმარებელს კი მოტივირებული გუნდის დახმარებით მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული, თანამედროვე კონცეფციის სერვისი შესთავაზოს.
იდენტობის ნაწილად აქცია „თეგეტამ“ ზრუნვა საზოგადოებაზე. მარკეტინგული კამპანიებით თუ CSR აქტივობებით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერება პრიორიტეტად დაისახა და ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს მისცა.
ჩამოთვლილი პრიორიტეტები „თეგეტას“ CSR სტრატეგიიდან გამომდინარეობს, რომელიც კომპანიამ 2022 წელს შეიმუშავა და 2030 წლამდე სამოქმედო გეგმას ითვალისწინებს. ჰოლდინგში მიაჩნიათ, რომ გასული წლის მონაცემებით შედგენილი ანგარიში ერთგვარი საწყისი წერტილი იქნება სამომავლო შეფასებისა და შედარებისათვის, ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად.
გამჭვირვალობის დოკუმენტი „თეგეტას“ ვებგვერდზე tegeta.ge-ზეა განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
NS