მილიარდერები, რომლებმაც კოლეჯი მიატოვეს და საკუთარ ოცნებებს გაჰყვნენ

დღეს მსოფლიოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია უნივერსიტეტში სწავლა და დიპლომის აღება.თუმცა ჩვენ გარშემო არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ ხანდახან შესაძლოა, სისტემის საწინააღმდეგოდ წასვლამ უფრო მეტი შედეგი მოიტანოს ფიანსური თვალსაზრისით.

ამასთან, Forbes-ის სტატისტიკის მიხედვბით ყოველ მე-8 მილიარდერს უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. მათმა უმეტესობამ სწავლას თავი დაანება და მეტი დრო იმ საქმიანობას დაუთმო, რაც მათი ოცნება იყო.

წარმოგიდგენთ იმ მილიარდერებს, რომლებმაც კოლეჯში სწავლა მიატოვეს:

ევან უილიამსი - დაახლოებით, 1.9 მილიარდი დოლარი

ევან უილიამსი, რომელმაც ციფრული გამომცემლობის კომპანიები Blogger, Twitter და Medium დაარსა, თვითნაბადი მილიარდერია. სანამ ნებრასკას უნივერსიტეტში დაიწყებდა სწავლას, ის გაიზარდა და მუშაობდა ოჯახის კუთვნილ ფერმაში, სადაც სოიო და სიმინდი მოჰყავდათ.ევან უილიამსმა უნივერსიტეტი მიატოვა და ისწავლა კომპიუტერული კოდის წერა. ორ მეგობართან ერთად შექმნა ბლოგის პლატფორმა Blogger. საბოლოო ჯამში უილიამსმა ამ სფეროში მოღვაწეობით 1.9 მლრდ დოლარი გამოიმუშავა.

ტედ ტერნერი - დაახლოებით, 2.5 მილიარდი დოლარი

ტედ ტერნერმა დატოვა ბრაუნის უნივერსიტეტი, რათა ემუშავა მამის კომპანია Turner Advertising-ში და საბოლოოდ მამის ბიზნესის კონტროლი აიღო.მოგვიანებით კომპანიის რებრენდინგი მოხდა Turner Broadcasting-ის სახელით და გადაიზარდა მილიარდდოლარიან საწარმოდ. დღეს ტერნერს აქვს 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება, არის დიდი ქველმოქმედი და ამერიკის ბუნებრივი გარემოს აღდგენისთვის იბრძვის.

რიჩარდ ბრენსონი - დაახლოებით, 2.6 მილიარდი დოლარი

რიჩარდ ბრენსონმა დააარსა ბრენდი Virgin, მათ შორის, ცნობილი Virgin Atlantic Airways. მისი ქონება დღეს 2.6 მილიარდი დოლარად არის შეფასებული.რიჩარდ ბრენსონს თავდაპირველად სურდა გამხდარიყო ჟურნალისტი ან რედაქტორი, მაგრამ 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და გამოუშვა თავისი პირველი ჟურნალი Student.

სტივენ სპილბერგი - დაახლოებით, 4.8 მილიარდი დოლარი

სტივენ სპილბერგს სამჯერ აეკრძალა კოლეჯში შესვლა შესაბამისი დონის ვერ გადალახვის გამო. საბოლოოდ, მან უარი თქვა “პრესტიჟულ უნივერსიტეტში“ სწავლაზე და დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, რამაც მოგვიანებით Universal-ში სამუშაო ადგილი მოუტანა.შედეგად, სპილბერგმა 1994 წელს დააარსა DreamWorks Studios. მისი ქონება დღეს 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რალფ ლორენი - დაახლოებით, 9.2 მილიარდი დოლარი

რუსი-ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, ბრონქსში დაბადებული რალფ ლორენი თინეიჯერობისას ნახევარ განაკვეთზე სამკერვალო ინდუსტრიაში მუშაობდა. მას იმდენად აინტერესებდა ეს სფერო, რომ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დააარსა მოდის ბრენდი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. რალფ ლორენს კოლეჯში არ უსწავლია. მან მთელი მისი რესურსი საყვარელი საქმის კეთებას მიუძღვნა და საბოლოოდ 9.2 მილიარდი დოლარის ფლობით, უმდიდრესი ადამიანის სტატუსიც მოიპოვა.

აზიმ პრემჯი - დაახლოებით, 12.1 მილიარდი დოლარი

მამის უეცარმა გარდაცვალებამ აზიმ პრემჯი აიძულა 21 წლის ასაკში სტენფორდი დაეტოვებინა და ოჯახურ ბიზნესს ჩადგომოდა სათავეში, რომელიც საკვებ ზეთს აწარმოებდა.მოგვიანებით, აზიმ გააფართოვა ოჯახის ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფა და დააარსა, IT აუთსორსინგისა და მომსახურების კომპანია Wipro. თუმცა, 50 წლის ასაკში ის სტენფორდში მაინც დაბრუნდა და დაიცვა ხარისხი.ინდოეთის უმდიდრესი ტექნოლოგიურ მაგნატად წოდებული პრემჯი დღეს 12.1 მილიარდ დოლარს ფლობს.

გაუტამ ადანი - დაახლოებით, 83.4 მილიარდი დოლარი

ინდოელმა ბიზნესმენმა გაუტამ ადანიმ გუჯარატის უნივერსიტეტი მეორე კურსზე მიატოვა და საცხოვრებლად მუმბაიში გადავიდა. თავდაპირველად მან დაიწყო მუშაობა ალმასის ბიზნესში - საბოლოოდ კი საკუთარი კომპანია შექმნა.

როგორც Adan Group-ის თავმჯდომარე, ის ზედამხედველობს ინტერესების ფართო სპექტრს, მათ შორის ნახშირით ვაჭრობას, ქვანახშირის მოპოვებას, ნავთობის/გაზის ძიებას, ლოჯისტიკას, ელექტროენერგიის გამომუშავებას და გაზის განაწილებას. მისი ქონება ახლა გასაოცარ 83.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამანსიო ორტეგა - დაახლოებით, 114.7 მილიარდი დოლარი

ამანსიო ორტეგამ სკოლა 14 წლის ასაკში დატოვა, რათა პერანგების მაღაზიებში ემუშავა. მოგვიანებით მან განაგრძო მოდის იმპერიის Inditex-ის ჩამოყალიბება, რომელიც დღეს მოიცავს Zara-ს, Massimo Dutti-ს, Pull&Bear-ს და სხვა ბრენდებს.ორტეგა 2011 წელს გადადგა Inditex-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ მაინც ყოველწლიურად მილიონებს იღებს. ის ესპანეთის უმდიდრესი ადამიანია.

ბილ გეიტსი - დაახლოებით, 135 მილიარდი დოლარი

მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული კომპანიის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დატოვა, რათა ფოკუსირება მოახდინა Microsoft-ის იმპერიის მშენებლობაზე.დღეს მისი ქონება 135 მილიარდი დოლარია.

მარკ ცუკერბერგი - დაახლოებით, 200 მილიარდი დოლარი

მარკ ცუკერბერგმა, Facebook-ის (ამჟამად Meta) თანადამფუძნებელმა, თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარვარდის უნივერსიტეტი მეორე კურსის შემდეგ დატოვა, რათა კონცენტრირება მოეხდინა სოციალური ქსელის შექმნაზე, რომელმაც მოგვიანებით კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი