ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 32 ათასით გაიზარდა - PMCG

2024 წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნეს სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა.

PMCG-ის მიმოხილვის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დასაქმებული პირების რაოდენობა 32 ათასით გაიზარდა და თითქმის 770 ათასს მიაღწია.

2024 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი გაყიდვების მიმართულებით იყო დასაქმებული და მათი რაოდენობა 219 ათასს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში ბიზნესის სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობა ასე გამოიყურებოდა:

  • გაყიდვები - 219 ათასი დასაქმებული;
  • მრეწველობა - 136 ათასი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება - 74 ათასი;
  • მშენებლობა - 36 ათასი;
  • ტრანსპორტირება და მომარაგება - 61 ათასი;
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფერო - 48 ათასი;
  • განთავსება და კვება - 39 ათასი;
  • სხვა მიმართულებები - 129 ათასი.
მერი ტაბატაძე