„იმერეთს ტურისტული კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა რესურსები აუთვისებელია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა, ლაშა ბერიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წელს ტურისტების დიდი რაოდენობა იმერეთში ნათესავების მონახულებით მიზნით განხორციელებულ ვიზიტებზე და ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებზე მოდიოდა.
„იმერეთს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, 12 მუნიციპალიტეტი აქვს და ბევრ მუნიციპალიტეტში უფრო მეტად შეიძლებოდა პიარ კამპანიის წარმოება, რაც არც შიდა ბაზრისთვის და არც შემომყვანი ტურიზმისთვის არ მომხდარა. დამოკიდებული ვიყავით ქუთაისის აეროპორტში და ნათესავების მონახულების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე.
იმერეთში ძირითადად ინტერესდებიან კანიონებითა და მღვიმეებით, ესენი არის ნომერ პირველი მონახულებულ ობიექტებს შორის. გელათი, სამწუხაროდ, დაკეტილია და გამოსულია მწყობრიდან. ინტერესდებიან ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და შემდეგ უკვე კულინარია არის ინტერესის მთავარი სფერო.
მიუხედავად ამისა, არის ძალიან ბევრი ტურისტული ადგილი, რომელიც აუთვისებელია, მაგალითად სულორი ვანში. ერთადერთი საირმე მუშაობს აქტიურად. წყალტუბო ნაწილობრივ მუშაობს, წყალტუბოს პარკი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და გარდა ამისა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას,“ - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.