ბრძოლა 20 მლრდ დოლარის ღირებულების „წმინდა გრაალისთვის“ - 1708 წელს ჩაძირული განძის ისტორია, რომელსაც დღემდე ეძებენ

„წმინდა გრაალად“ წოდებული ესპანური გემი, რომელიც კოლუმბიაში 1708 წელს ჩაიძირა, დღემდე აქტუალურად რჩება.

დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ოქროს, ვერცხლის, ზურმუხტისა და სხვა ძვირფასი ქვებით დატვირთულ გემს ამ დრომდე ეძებენ. ამასთან, არ წყდება მწვავე დისკუსია მის მფლობელთან დაკავშირებით.

კოლუმბიის მთავრობა ჩაძირული საგანძურის აღდგენის სამუშაოებს იწყებს.

jkhjk-1729405892.jpg

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ “სან ხოსე“ ძვირფასი საქონლის გადასატანად შეიქმნა. იმის გამო, რომ გალეონის მეორე გემბანი, აღჭურვილი იყო იარაღითა და საბრძოლო მასალებით, მას ყოველთვის განსაკუთრებულად იცავდნენ.

1701 წელს, ესპანეთთან ომის პირობებში, გემი სამხედრო ოპერაციებში ჩართეს. 1708 წელს საგანძურით დატვირთული “სან ხოსე“, რომელზეც ეკიპაჟის წევრებიც იმყოფებოდნენ, ჩაიძირა.

თუმცა, მაშინ ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა დანაკარგი არაფრად ჩააგდეს და დაივიწყეს.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, “სან ხოსეს“ ტვირთი შედგებოდა 11 მილიონი ოქროსა და ვერცხლის მონეტის, ძვირფასი სამკაულისა და სხვა საგანძურისგან, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გარდაცვლილი ადამიანები ყველამ დაივიწყა. განძის ხელში ჩაგდებისთვის კი ბრიტანული ესკადრილია იბრძოდა.

ადამიანური მსხვერპლი ამით არ დასრულებულა. ზღვაში დაიღუპა მის მოსაძებნად წასული ათეულობით კაპიტანი.

ghjk-1729405929.jpg

300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში “სან ხოსეს“ ლეგენდად მიიჩნევდნენ.

თუმცა 1981 წელს აშშ-ში დაფუძნებულმა სამაშველო კომპანიამ, რომელიც ახლა ცნობილია როგორც Sea Search Armada, განაცხადა, რომ მან ნამსხვრევები იპოვა და კოლუმბიის მთავრობასთან დადო შეთანხმება, რომ ნებისმიერი აღმოჩენის 35% -ს აიღებდა, გემის აღდგენის შემდეგ კი შემოსავლის 65% -ს.

ვითარება დაიძაბა 1984 წელს, როდესაც კოლუმბიის საკანონმდებლო ორგანომ შექმნა კანონი, რომელიც “სან ხოსესგან“ მიღებული ყველა შემოსავლის სახელმწიფოში დატოვებას გულისხმობდა.

ამან შეწყვიტა სამაშველო კომპანიის წილი 5%-მდე. ბრძოლამ სასამართლოში გადაინაცვლა.

hkjhjk-1729405959.jpg

მომდევნო წლებში Sea Search Armada-მ წარუმატებლად გააპროტესტა კანონი. ბოლო საქმე კი 2011 წელს იქნა განხილული. თუმცა, თვით სამაშველო ფირმის გარდა, არავინ იცოდა, გემი მართლაც იპოვეს თუ არა...

2015 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გამოაცხადა, რომ კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა “სან ხოსე“ აღმოაჩინა.

"ეს არის ყველაზე ძვირფასი საგანძური, რომელიც ნაპოვნია კაცობრიობის ისტორიაში", - თქვა მან აღმოჩენის დროს.

არაკომერციული ღრმა ზღვის მკვლევარებთან Woods Hole Oceanographic Institute (WHOI) ინფორმაციით, მკვლევართა ჯგუფმა გემი დაახლოებით 600 მეტრის სიღრმეში იპოვა.

მათივე თქმით, გემზე არსებულმა ნიშნებმა აფიქრებინა მათ, რომ სწორედ “წმინდა გრაალი“ იპოვეს.

აღმოჩენამ გამოავლინა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის ჩაის ჭიქები და სხვა ნივთები. თუმცა საგანძური არსად ჩანდა. კოლუმბიის მთავრობამ კი საქმე და ადგილმდებარეობა საიდუმლოდ დატოვა.

iuou-1729405989.jpg

2022 წლის ივნისში კოლუმბიის მთავრობამ გაავრცელა ახალი ფოტოები, სადაც იყო პირველი მტკიცებულება ლეგენდარული მილიარდ დოლარიანი საგანძურის შესახებ - ოქროს მონეტები ზღვის ფსკერზე.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბევრი ნივთი იმდენად კარგად არის შემონახული, რომ ორიგინალური წარმოების წარწერები იკითხება.

2022 წელს არჩეულმა პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ გემის გადასარჩენად, ისინი მზად არიან კერძო სექტორთან ითანამშრომლონ. თუმცა გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

20 მილიარდი დოლარის ღირებულების საგანძური კი ისევ ფსკერზე რჩება.

ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო იმედოვნებს, რომ საგანძურის ამოღება 2026 წელს მოხდება. მომავალ გაზაფხულზე, კოლუმბიის საზღვაო ხომალდი გაუშვებს რობოტს, რომელსაც შეუძლია კერამიკის, ხის და სხვა მასალების მოპოვება. ოპერაციის , ღირებულება სავარაუდოდ 4,5 მილიონ დოლარზე მეტია.

მიუხედავად გრანდიოზული მზადებისა, ჯერ კიდევ არ არის საგანძურის ადგილმდებარეობა დადასტურებული.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი