ფოთში მესამე დღეა სტიქია გრძელდება - განმეორდა ქარბორბალაც

ფოთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან. ფოთის მერიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.

ამასთანავე, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

„ამჟამინდელი მდგომარეობით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. გარდა ამისა, ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.

შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა“, - აღნიშნულია ფოთის მერიის განცხადებაში.

მერი ტაბატაძე