2024 წლის მე-3 კვარტალში მსოფლიოში სმარტფონების მიწოდება 4%-ით გაიზარდა და 316.1 მლნ ერთეული შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია International Data Corporation-ის (IDC) ანგარიშში. ამავე მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში სმარტფონების მიწოდების მაჩვენებელი უკვე მე-5 კვარტალია ზრდას აჩვენებს.
„მიუხედავად გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა, სმარტფონების ბაზარი თავის სიმყარეს ავლენს. ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ გაიზარდა ჩინელი მწარმოებლების გაყიდვების მაჩვენებელი“, - განაცხადა IDC-ის კვლევის უფროსმა მენეჯერმა უილ ვონგმა.
რაც შეეხება ბაზარზე წილს, 2024 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა vivo-ს წარმოებული სმარტფონების გაყიდვები, IDC-ს თანახმად, ზრდის მაჩვენებელმა 22.8% შეადგინა. 5.9%-იანი ზრდა აჩვენა OPPO-ს სმარტფონების მიწოდება. Samsung-ის მიწოდება 2.8%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ,მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კვლავ ეს ბრენდი რჩება, 57.8 მლნ ერთეულით მხოლოდ ერთ კვარტალში.