მიმდინარე წლის აგვისტოში დედაქალაქში 3 138 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ-ის ფასი როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში გაიზარდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში 999 დოლარს შეადგენდა, ახალ პროექტებში კი 1 263 დოლარს. პირველადი გაყიდვების შემთხვევაში კი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1 301 დოლარის ფარგლებშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინების ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია თბილისის ყველა უბანში. უფრო კონკრეტულად 1 კვ.მ ბინის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:
- ვაკე - 2 271 დოლარი, 14%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 993 დოლარი);
- საბურთალო - 1 539 დოლარი, 8%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 421 დოლარი);
- კრწანისი - 1 456 დოლარი, 9%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 335 დოლარი);
- დიდუბე - 1 230 დოლარი, 6%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 165 დოლარი);
- ისანი - 1 219 დოლარი, 10%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 108 დოლარი);
- ნაძალადევი - 1 162 დოლარი, 14%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 1 024 დოლარი);
- სამგორი - 1 037 დოლარი, 16%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 893 დოლარი);
- გლდანი - 1 035 დოლარი, 8%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 957 დოლარი);
- დიდი დიღომი - 997 დოლარი, 12%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 892 დოლარი);
- ვაშლიჯვარი - 952 დოლარი, 12%-იანი ზრდა (შარშან აგვისტოში - 848 დოლარი).
შენიშვნა: კვლევაში არ არის მოცემული მთაწმინდა და ჩუღურეთი, პროექტების მცირე რაოდენობის გამო.