სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 132 989 644 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 134 452 327 ლარი.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.462 მლნ ლარით შემცირდა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს დერეფანი 379 970-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 384 149 ტრაილერმა.
ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.