საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. განახლებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6% იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ IMF-ი წინა ანგარიშში ქვეყანაში 5.7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
მონაცემების მიხედვით, საქართველოს მიმდინარე წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ექნება. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს განას (43.8%), მაკაოს (10.6%), ნიგერიას (9.9%), სამოას (9.7%) და პალაუს (8.1%).
რაც შეეხება მომავალ წლებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას, ხოლო 2029 წელს 5%-იან ზრდას ელოდება.
შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საქართველოს ექნება. 2024 წლისთვის მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია: