როგორია 5G მობილური ინტერნეტის ფასები საქართველოში

საქართველოში 5G მობილური ინტერნეტი უკვე ორ ოპერატორს აქვს დანერგილი. მეხუთე თაობის ტექნოლოგია მონაცემთა გადაცემად გაცილებით მაღალი სიჩქარით უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, 5G მობილური ინტერნეტი 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი 4G.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია 5G მობილური ინტერნეტის ფასები საქართველოში. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ოპერატორთან 30-დღიანი პაკეტების ფასები ასეთია: 1000 MB - 5 ლარი; 3 000 MB - 9 ლარი; 5 000 MB - 12 ლარი, ხოლო 20 000 MB - 30 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად ლიცენზია მოიპოვა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ოქტომბერში კომუნიკაციების კომისიამ 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ აუქციონში „მაგთიკომი“ ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა და მას შესაბამისი სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები მიანიჭა. შედეგად, „მაგთიკომი“ „სელფი მობაილთან” ერთად, ქვეყანაში 5G ინტერნეტი აღნიშნულმა ოპერატორმაც დანერგა.

მერი ტაბატაძე