სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 3 694 608 მოქალაქე. აღნიშნული მოქალაქეებიდან 1 774 469 კაცი, ხოლო 1 920 139 ქალია.
ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის დეპუტატის გივი მიქანაძის კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ გაგზავნილ პასუხში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობა 2 813 015-ს შეადგენს. ქვეყანაში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეებიდან 1 315 068 კაცია, ხოლო 1 497 947 მოქალაქე ქალი.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა რიცხოვნობას, ამავე მონაცემების თანახმად, 881 593-ს შეადგენს, საიდანაც 459 401 ბიჭი, ხოლო 422 192 გოგონაა.