გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა შორის ერთ-ერთი შავი ზღვის კალმახია.
სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოში - „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა“, აღწერილია სახეობათა მდგომარეობა, მათი პოპულაციის შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები და კონსერვაციული ქმედებები.
დოკუმენტის თანახმად, შავი ზღვის კალმახის/ორაგულის თანამედროვე გავრცელება ძირითადად ემთხვევა მის ისტორიულ არეალს და მოიცავს შავი და აზოვის ზღვის აუზების მთის მდინარეებს. შავი ზღვის ორაგული, ამავე სახეობის ანადრომული ფორმაა, რომელიც შავი და აზოვის ზღვის სანაპირო ზოლში გვხვდება. საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა მთის მდინარესა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში.
ჰაბიტატის მდგომარეობა (ფრაგმენტირე-ბულია, დეგრადირე-ბულია, ტევადობა, რუკა)
დასავლეთ საქართველოში მდინარეების უმეტესობაზე აშენებულია დამბები, რომლებიც შავი ზღვის ორაგულის, ისტორიულ საქვირითე ადგილებს (მდინარეებზე: ენგური, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი) მიუღწევადს ხდის. გარდა ამისა, ფუნქციონირებადი თევზსავალის არმქონე დამბები ხელს უშლის რეზიდენტულ და ანადრომულ პოპულაციებს შორის გენთა მიმოცვლას, რითაც ამცირებს პოპულაციების გენეტიკურ მრავალფეროვნებას.
სახეობაზე მოქმედი
გადაჭარბებული თევზჭერა და ბრაკონიერობა, დამბების მშენებლობა, მდინარის ქიმიური დაბინძურება, კლიმატის გლობალური ცვლილება , მდინარის მახლობლად გზის მშენებლობა და აღდგენითი სამუშაოები, მეწყერი, წყალდიდობა, დაავადებები.
აღდგენის მიზეზი
ზოგიერთ მდინარეში შავი ზღვის კალმახი/ორაგული-ის (Salmo labrax) ანადრომული პოპულაციის მნიშვნელოვნად შემცირება ან სრულიად გაქრობა. ასევე სხვადასხვა რეზიდენტული პოპულაციის რიცხოვნობის მკვეთრი კლება.
კონსერვაციული ქმედებები
არალეგალური მეთოდებით თევზჭერის კონტროლი, მდინარეებზე არსებული დამბების თევზსავლების ფუნქციონირების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი ცვლილება.