Atlantic Council-ი თბილისში ჩატარებულ ჩხრეკაზე - ღრმად შეშფოთებული ვართ ამ მოვლენით

გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებს მათ საკუთრებას. ამის შესახებ განცხადებას Atlantic Council-ი ავრცელებს.

Atlantic Council-ი ეხმიანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს.

“24 ოქტომბერს დილას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოში შეიჭრნენ Atlantic Council-ის ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის [DFR Lab] ორ თანამშრომელთან და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს.

Atlantic Council-ი ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მის ზეგავლენაზე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე.

ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას, და სხვა ზიანს.

გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა.

Atlantic Council-ი დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი.

"ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.

Atlantic Council-ი გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, “ვაკე-პლაზაში” მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ასევე, პოლიციამ ჩხრეკა Atlantic Council-ის ოფისში ჩაატარა.

იხილეთ ასევე:

რას წარმოადგენენ ამერიკული Concentrix და Atlantic Council, რომელთა საქართველოს ფილიალების მუშაობით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა