2024 წლის სექტემბერში 600 ლარამდე ხელფასი 149 ათას ადამიანს ჰქონდა - PMCG

PMCG საქართველოს შრომის ბაზარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში 149 ათასი ადამიანის ხელფასი 600 ლარამდე იყო, ხოლო ამავე პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი 2400 ლარი და მეტი იყო, 28% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.4%-ით მეტია.

ხოლო რაც შეეხება პირებს, რომელთა შემოსავალი სექტემბერში 9 600 ლარზე მეტი იყო, 2.3% შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით.

PMCG-ის კვლევითვე ცნობილი ხდება, რომ 2024 წლის სექტემბერში იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა.

ეკა დარჩიაშვილი