აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წელს $1,5 მილიარდს გადააჭარბებს - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2012 წლიდან დღემდე, აგროპროდუქციის გამოშვება 7 მლრდ ლარიდან, 16.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, სამჯერ არის გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და წელს, რეკორდულ მაჩვენებელს 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.5 მლნ. აშშ დოლარით (4.5%).

ნათია ზარიძე