მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება - Galt And Taggart

2024 წლის მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. ამის შესახებ Galt And Taggart-ის სექტემბრის განახლებაში ვკითხულობთ.

აღნიშნულია, რომ აგვისტოში, 0.3%-იანი ზრდის შემდეგ, სექტემბერში ფასები თვიურად მცირედით 0.1%-ით გაიზარდა.

ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა ბოლო ორ თვეში დასტაბილურდა, თუმცა წლიურად 23.6%-ითაა შემცირებული, მათ შორის წინა წლის მაღალი ბაზიდან გამომდინარე.

„მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, და შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სიძლიერეზე.

პირველადი ბაზარი - დეველოპერების გაყიდვები ჩვენი უახლესი გამოკითხვით, შერჩეული დეველოპერების პროექტებში ბოლო თვეებში გაყიდვები აღდგა მაისში მკვეთრი შემცირების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით.

ამასთან, ჯამურად 2024 წლის მესამე კვარტალში ბინების გაყიდვების რაოდენობა 7.3%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ივლისში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტის გაყიდვების დაწყებით იყო გამოწვეული.

პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების მარაგის 94%გაყიდულია. ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2027-28 წლებში სრულდება ბინების 30%-ია უკვე გაყიდული.მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი შესრულებულია დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით“,- ნათქვამია Galt And Taggart-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.