რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ 2025 წელს უკრაინის ტერიტორიით რუსული გაზის ტრანზიტი შესაძლოა არ განხორციელდეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
„რუსეთი უარს არ ამბობს 2025 წელს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე, მაგრამ კიევი, როგორც ჩანს, არ აპირებს ხელშეკრულების განახლებას, რადგან სიმძლავრე არ არის დაჯავშნილი“,- განაცხადა პუტინმა მედიასთან.
მისი თქმით, ტრანზიტის სიმძლავრის დაგეგმვის ვადა უკვე გასულია და უკრაინა, რაც არ უნდა მოხდეს, არ აპირებს რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებას 2025 წლამდე.
იხილეთ აგრეთვე:
უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შეთანხმებას აღარ გააგრძელებს - დენის შმიგალი