საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ძვირი უჯდება. ბიუჯეტის მიხედვით, წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ასიგნებები 171.219 მლნ ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მლნ ლარი ჯდება.
ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით, 2024 წელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებულია 529 ადამიანი, შრომის ანაზღაურებაზე კი გამოყოფილია 42.705 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ცესკო-ში 528 ადამიანი მუშაობდა, მათ ხელფასებზე კი მხოლოდ 19.704 მლნ ლარი დაიხარჯა.
ცესკოსთვის გამოყოფილი 171.219 მლნ ლარიდან, 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა.
რაც შეეხება წინა სამ საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტ(ებ)ის მიხედვით ასე გამოიყურება: