ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 768 816 ამომრჩეველი მივიდა, რაც 50.6%-ს შეადგენს.
რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160 651 ამომრჩეველი;
- იმერეთი - 264 496 ამომრჩეველი;
- სამცხე-ჯავახეთი - 75 207 ამომრჩეველი;
- კახეთი - 151 339 ამომრჩეველი;
- გურია - 55 304 ამომრჩეველი;
- ქვემო ქართლი - 169 472 ამომრჩეველი;
- შიდა ქართლი - 119 444 ამომრჩეველი;
- რაჭა ლეჩხუმი - 17 989 ამომრჩეველი;
- აჭარა - 168 233 ამომრჩეველი;
- მცხეთა-მთიანეთი - 46 132 ამომრჩეველი;
- თბილისი - 540 549 ამომრჩეველი;