SportsCasting-ის ინფორმაციით, ილია თოფურიას საბაზისო ხელფასი 750 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მაქს ჰოლოვეის საბაზისო ხელფასი 500 ათას დოლარს უტოლდება.
გამოცემა წერს, რომ აბუ დაბიში, UFC 308-ზე ორთაბრძოლაში თოფურიამ ჰოლოვეის დამარცხებითა და საჩემპიონო ქამრის დაცვით ჯამში ბონუსების ჩათვლით შესაძლოა, 750 ათასი დოლარიდან 2 მილიონ დოლარამდე გამოიმუშაოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იქამდე თოფურიამ ყველაზე მეტი თანხა კარიერის განმავლობაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით გამოიმუშავა. უფრო კონკრეტულად, მაშინ თოფურიას მიერ მიღებულმა თანხამ 532 ათასი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში თოფურიასა და ჰოლოვეის შორის ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.
თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ეს მისთვის რიგით მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლოვეის დამარცხებით მან UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.