2024 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული ოქროს ექსპორტის მოცულობა შემცირდა, ღირებულება კი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გატანილია 1.89 ტონა ოქრო (76.218 მლნ დოლარის), ხოლო გასული წლის 9 თვეში 1.98 ტონა (63.375 მლნ დოლარის).
მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს 1 კგ. ქართული ოქროს საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე საშუალოდ 32 007 დოლარს შეადგენდა, ეს კი მაშინ როცა წელს ფასი 40 327 დოლარამდეა გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ საექსპორტო ფასი საანგარიშო პერიოდში 26%-ით გაძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული ოქროს ექსპორტი ჯამში სამ ქვეყანაში განხორციელდა. უფრო კონკრეტულად ეს ქვეყნებია:
შეგახსენებთ, ბოლო თვეებია ოქროს ფასი რეკორდულად იზრდება. Bloomberg-ის შეფასებით, ოქროს ფასი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციისა და აშშ-ში დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე იზრდება.
ცნობისთვის, თბილისის დროით 11:30 საათისთვის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნციის ფასმა 2 748 დოლარს გადააჭარბა. GoldPrice-ის მონაცემების თანახმად, ფასები თვის ჭრილში 2.3%-ით, ხოლო წლიურად 37.8%-ით არის გაზრდილი.