25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასი შემცირდა, ხოლო „თიბისი ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასები გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 40.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ფასის 0.74%-ით შემცირებაზე მიუთითებს. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაცია, 1.797 მლრდ სტერლინგს შეადგენს.
ამავე პერიოდის მონაცემებით, TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 0.35%-ით არის გაზრდილი. ამ შემთხვევაში ერთი აქციის ფასი 28.70 გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 1.6 მლრდ სტერლინგს აღემატება.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, საანგარიშო პერიოდში ერთი აქციის ღირებულება 10.34 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც 0.58%-იან ზრდაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 409.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ზემოთ აღნიშნული სამი კომპანიაა წარმოდგენილი.