როგორია დღეს საწვავის ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე

გლობალურ ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. თბილისის დროით 14:00 საათზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ერთკვირიან ჭრილში ბარელზე 76.05 დოლარამდე გაძვირდა (კვირის დასაწყისში 73.12 დოლარი). WTI-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ფასები ბარელზე 71.78 დოლარამდე გაიზარდა (კვირის დასაწყისში 69.29 დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საწვავის ფასები ამჟამად საქართველოში. გთავაზობთ, საწვავის ფასებს სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე:

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.47 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.06 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.90 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.05 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 2.96 ლარი.

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.49 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.09 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.92 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.07 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.02 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.97 ლარი;

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.49 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.09 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 2.99 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.89 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.07 ლარი.

Rompetrol:

  • სუპერი - 3.58 ლარი;
  • ევრო პრემიუმი - 3.19 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.99 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.20 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.10 ლარი.

Portal:

  • პრემიუმი - 2.99 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.32 ლარი.
მერი ტაბატაძე