როგორ გადანაწილდა აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიების მანდატები - წინასწარი შედეგები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური პარტიების მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: N4-კოალიცია „ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“ -1 მანდატი, N5- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 3 მანდატი, N9-„ძლიერი საქართველო“ –„ლელო ხალხისთვის“, „თავისუფლებისთვის“ - 1 მანდატი, N-25 –„გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი, N 41-,,ქართული ოცნება’’- 12 მანდატი.

უსკოს ცნობით, 3 გაუნაწილებელ მანდატს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

„უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა (21 ნოემბერს), თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია,

წინასწარი შედეგების მიხედვით მანდატები გადანაწილდება შემდეგნაირად:

  • N4- კოალიცია „ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ -1 მანდატი;
  • N5-„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 3 მანდატი;
  • N9-„ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 1 მანდატი;
  • N-25 –„გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი
  • N 41-,,ქართული ოცნება’’- 12 მანდატი;

3 გაუნაწილებელ მანდატს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის”,- აცხადებენ უსკოში.