სუპერვარსკვლავები, მუსიკოსები და კომპოზიტორები ჰიტის შესაქმნელად რესურსებს არ იშურებენ და ამ მხრივ კონკურენციაც დიდია.
ასეთი ჰიტის შექმნას შთამბეჭდავი დივიდენდებიც მოსდევს - ისტორიულ აღიარებასთან ერთად, დიდია შემოსავალიც.
წარმოგიდგენთ მილიონერ ჰიტებს და ისტორიებს მათ მიღმა:
Imagine Dragons - 100 მილიონ დოლარზე მეტი
როკ ჯგუფმა Imagine Dragons-მა თავისი მუსიკალური კატალოგი Concord-ს 2020 წელს 100 მილიონ დოლარზე მეტად მიჰყიდა.
ვეგასში დაფუძნებული ჯგუფი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ ჯგუფია ისეთი ჰიტების წყალობით, როგორიცაა Radioactive და Believer.
დღეისათვის ჯგუფმა გაყიდა მინიმუმ 35 მილიონი სინგლი და 20 მილიონი ალბომი მთელს მსოფლიოში. ჰიტები შედის 100-ეულში, რომელიც ყველაზე მეტად სტრიმირებულია Spotify-ზე.
Red Hot Chili Peppers - 140 მილიონ დოლარზე მეტი
Red Hot Chili Peppers-მა თავისი მუსიკალური კატალოგი 2021 წლის მაისში 140 მილიონ დოლარზე მეტ დოლარად მიჰყიდა ბრიტანეთში დაფუძნებულ მუსიკის მართვის ფირმას Hipgnosis.
საკულტო როკ ჯგუფი მუსიკას 1980-იანი წლებიდან ქმნის და მისი ჰიტების შთამბეჭდავი კოლექცია მოიცავს Under the Bridge, Dani California და Give It Away.
მუსიკას ძირითადად წერდნენ ჯგუფის მთავარი წევრები, კერძოდ მომღერალი ენტონი კიედისი, ბასისტმა ფლეა, დრამერი- ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუსიანტე. გავრცელებული ინფორმაციით კატალოგი, ყოველწლიურად 5 მილიონი დოლარს გამოიმუშავებს.
ჯასტინ ბიბერი - 200 მილიონი დოლარი
ჯასტინ ბიბერმა 2023 წელს თავისი მუსიკალური კატალოგის 100% Hipgnosis-ს 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა. 30 წლის ბიბერმა თავისი სადებიუტო სიმღერა One Time, რომელმაც წარმატება და მილიონები მოუტანა, 2009 წელს 15 წლის ასაკში გამოუშვა. მას შემდეგ გაყიდა 150 მილიონი ჩანაწერი მთელ მსოფლიოში.
Dr. Dre: 200 მილიონ დოლარზე მეტი
2023 წელს მუსიკალურმა მაგნატმა Dr. Dre -მ თავისი მუსიკალური უფლებები და შემოსავლის აქტივები Universal Music-სა და Shamrock Holdings-ს 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
აქტივები მოიცავდა შემსრულებლის ჰონორარს მისი ორი სოლო ალბომიდან. რეპერმა ასევე შექმნა ჰიტები ჰიპ-ჰოპის ზოგიერთი უდიდესი სახელისთვის, მათ შორის Eminem-თვი, 50 Cent-სა და Snoop Dogg- თვის.
დევიდ ბოუი - 250 მილიონი დოლარი
2022 წელს, დევიდ ბოუის საგამომცემლო უფლებები Warner Music Group-ის გამომცემლობამ 250 მილიონ დოლარად იყიდა. გარიგება მოიცავს სიმღერებს 26 სტუდიური ალბომიდან, რომელიც გამოვიდა მის სიცოცხლეში.
მისი გამორჩეული ჰიტები Let's Dance და Starman კი მილიონებს დღემდე გამოიმუშავებს.
ტეილორ სვიფტი - 300 მილიონი დოლარი
2005 წელს, Big Machine Records-თან კონტრაქტის გაფორმების სურვილით, 15 წლის ტეილორ სვიფტი დათანხმდა უარი ეთქვა თავის პირველ ექვს ალბომზე. გადაწყვეტილებას მწარედ ნანობდა, როდესაც მისი სიმღერების კატალოგი მუსიკალურმა მაგნატმა სკუტერ ბრაუნმა შეიძინა.
2020 წლის ნოემბერში ბრაუნმა ტეილორის ჰიტები საინვესტიციო ფონდ Shamrock Capital-ს 300 მილიონ დოლარად მიჰყიდა. გარიგება სვიფტის თანხმობის გარეშე განხორციელდა. მომღერალმა იმ დროს დაწერა Twitter-ზე, რომ ეს იყო "მეორე შემთხვევა, როდესაც მისი მუსიკა, მისგან დაუკითხავად გაიყიდა.“
მიუხედავად ყველაფრისა, ტეილორი მაინც ფლობს საგამომცემლო უფლებებს და შეუძლია აღკვეთოს სიმღერების გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში.
მის ყველაზე მომგებიანი ჰიტი Bad Blood-ია.
ცნობილია, რომ სვიფტი თავისი ძველი ალბომების ხელახალი ჩაწერის პროცესშია.
პინკ ფლოიდი - 400 მილიონი დოლარი
ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Pink Floyd-მა თავისი მუსიკალური კატალოგი Sony-ს 400 მილიონ დოლარად მიჰყიდა. გარიგება მოიცავს ჩაწერილ მუსიკის უფლებებს. Pink Floyd არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი როკ ჯგუფი, რომელმაც გაყიდა 250 მილიონი ჩანაწერი მსოფლიოში.
წყარო: lovemoney.com